მთავარისაზოგადოება

რა შემთხვევაში შეიძლება შემოვიდნენ სრ მოქალაქეები საქართველოში? საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა

სომხური პრესის თანახმად, უცხოელებს საქართველოში შესვლის უფლება აქვთ COVID-19 ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ამის შესახებ განმარტება გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

”ჩვენ გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ახალი რეგულაციების თანახმად, სომხეთი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში COVID-19 ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს იმას, რომ სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ საჰაერო გზით COVID-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის შემდეგ (ორი დოზა).

ნახეთ მეტი
Back to top button