ეკონომიკამთავარი

სომხეთმა გამოუშვა 750 მილიონი დოლარის ევროობლიგაცია. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ დაადასტურა

სომხეთმა გამოუშვა 750 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები. ამის შესახებ ინფორმაცია პრესკონფერენციაზე დაადასტურა სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარტინ გალსტიანმა.

”დიახ, გამოიცა 750 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები. ისინი გამოიცა 10 წლის ვადით, სარგებელი 3.875% ”, – აღნიშნა გალსტიანმა.

მისივე თქმით, სომხეთის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებზე მოთხოვნა არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ეს რიგი ფაქტორებით განაპირობა. ამ დროისთვის, გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს და ინვესტორებს დიდი თანხა აქვთ დაგროვილი, და ისინი ეძებენ თუ სად უნდა დაბანდონ ინვესტიცია.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე შეიმჩნევა გარკვეული გაუმჯობესება ქვეყნის რისკის დამატებითი გადასახადის შეფასების მხრივ.

მიმდინარე წლის აპრილში რისკის დამატებითმა გადასახადმა შეადგინა დაახლოებით 600 საბაზისო პუნქტი, შემდეგ ის ივნის-ივლისში 300 საბაზო წერტილამდე დაეცა. ომის დროს ის 600-მდე გაიზარდა, მაგრამ ამ დროისთვის თითქმის 2-ჯერ შემცირდა.

”სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საერთაშორისო ინვესტორების აღქმა ქვეყანაში მაკროსტაბილურობის შესახებ ნათელია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი”, – აღნიშნა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ.

შეეხო რა კითხვას, უნდა დაემატოს თუ არა ეს 750 მილიონი დოლარი სომხეთის სახელმწიფო ვალს, გალსტიანმა აღნიშნა, რომ თუ ამის ანგარიშზე არ განხორციელდება ადრე გამოშვებულის ვადამდე დაფარვა, მაშინ კი.

ნახეთ მეტი
Back to top button