
ამ უკანასკნელ ხანებში აზერბაიჯანი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს საერთაშორისოსაზოგადოება მას აქტიურად მხარს უჭერს და ცნობებს აქვეყნებს თუ როგორ ულოცავენ მას „დაკავებული“ ტერიტორიების „განთავისუფლებასთან“ დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას აქვეყნებს არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ თურქეთის დახმარებით და საერთაშორისო ტერორისტების მონაწილეობით 2020 წლის სექტემბერში არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა შეიარაღებულმა აგრესიამ უამრავი ტანჯვა გამოიწვია. ათასობით უდანაშაულო სომეხი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, ასობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მრავალი ტყვედ და მძევლად აიყვანეს, აწამეს, მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობა გამოიჩინეს, გაანადგურეს სომხური კულტურული მემკვიდრეობა.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას და ორგანიზაციას, იყვნენ ძალიან ფრთხილად და კორექტულად აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ თავიანთ განცხადებებში. არ გააკეთონ განცხადებები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოგვარებაზე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთაშორისო მცდელობებზე, შეურაცხყოს ათასობით ადამიანის გრძნობა.
დიპლომატიური ეტიკეტი არ შეიძლება იქნას გამოყენებული არცახის რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგალიზაციისა და არასამართლებრივი საერთაშორისო ქმედებების გამართლებისათვის.