მთავარისაზოგადოება

ახალქალაქის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო საქართველო-სომხეთის სახმელეთო საზღვრის გახსნის მოთხოვნით

ახალქალაქის მოსახლეობამ კვლავ საპროტესტო აქცია მოაწყო საქართველო-სომხეთის სახმელეთო საზღვრის გახსნის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები შეხვდნენ ახალქალაქის მერს იური უნანიანს და წარმოადგინეს თავიანთი პრობლემები და ამ პრობლემებიდან გამომდინარე მოთხოვნები. მათ  არ ესმით, თუ რატომ არის ღია საჰაერო საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის და სახმელეთო საზღვარი დახურულია. ახალქალაქის მერთან შეხვედრისას ერთ- ერთმა მომიტინგემ მერს აცნობა, რომ ისინი საბანკო სესხის გადახდას ვერ ახერხებენ,  კარტოფილის გაუფასურება ხდება დღითი დღე. მისი სიტყვებით, ისინი მზად არიან კარანტინში ორი კვირა გაატარონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახსნის საზღვარს სომხეთთან და რუსეთთან. მომიტინგეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი ერთ კვირაში კვლავ შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ მსგავსი დემონსტრაცია 31 იანვარს გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს დახურული საზღვრები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ხალხს. ჯავახეთში,  სადაც ძირითადად სამუშაო არ არის, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახს საზღვარგარეთ მუშაობით არჩენს.  

ნახეთ მეტი
Back to top button