
ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა” წერს, რომ ”სომხეთის მახლობლად ყარსში თურქეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყეს ათდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები. წვრთნების გზავნილის სამხედრო მხარეა ის, რომ მოწმდება ორი ქვეყნის ჯარების ერთობლივი სასარდლო და საშტაბო თანამშრომლობის ეფექტურობა, ასევე იზრდება ჯარების საბრძოლო ეფექტურობა. გაცილებით მრავალმნიშვნელოვანია სამხედრო წვრთნების სამხედრო-პოლიტიკური გზავნილები. თუ ის მიზნად ისახავს სომხეთზე ზეწოლის განხორციელებას სამმხრივი განცხადების დებულებების განსახორციელებლად და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გახსნისთვის, ეს ლოგიკური არ არის. რადგან ასეთი საკითხები ერთის მხრივ იურიდიული ძალის მქონე ერთადერთ სამმხრივ განცხადებაშია დაფიქსირებული, რომლის პუნქტების შესრულების დამრღვევი თუ იქნება, ეს ნამდვილად აზერბაიჯანია. თუ გავითვალისწინებთ ვერსიას, რომ სამხედრო წვრთნები მიმართულია სომხეთის დასავლეთის საზღვარზე, ეს პირდაპირ ნიშნავს რუსეთთან დაპირისპირების მომზადებას, რადგან ცნობილია, რომ სომხეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების თანახმად, ამ საზღვარზე კონტროლს ახორციელებს რუსეთის სასაზღვრო ჯარი და გიუმრიში დისლოცირებური რუსული 102-ე სამხედრო ბაზა”.