მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი უხეშად არღვევს მეღრის თემის მოსახლეობის წყლის უფლებას: სომხეთის ომბუდსმენი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისა და ხელისუფლების ქმედებები უხეშად არღვევს წყლის უფლებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთის მეღრის  თემის მაცხოვრებლებისთვის და გარანტირებულია აბსოლუტური საერთაშორისო შეზღუდვებით. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის  სახალხო დამცველმა არმან თათოიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების განზრახ ქმედებებით კვლავ სერიოზულად ირღვევა სომხეთის  მეღრის თემის მოსახლეობის საერთაშორისო გარანტირებული წყლის უფლება. სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა საგანგაშო სიგნალი მიიღო მეღრის თემის მოსახლეობისგან, სადაც  აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეცვალეს მდინარე „მეღრის“ მიმართულება  ნახჭევანისაკენ. ამის შედეგად რიგ სოფლებში  სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება სასმელი და სარწყავი წყლის  გამო.

მეღრის თემის ხელმძღვანელობამ   ომბუდსმენს მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ მეღრის თემის დასახლებების სასმელი და სარწყავი წყალი ყოველთვის მდინარე “მეღრის” ხარჯზე მარაგდებოდა.

ყოველივე ეს  ადამიანის სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეს ქმნის,  რადგან მდინარე მეღრის შენაკადი ზვარაგეტი  მპირდაპირ აზერბაიჯანის სამხედრო ძალების კონტროლს ექვემდებარება.

წყლის უფლება გარანტირებულია საერთაშორისო დონეზე.

ეს უფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკმარისი წყალი როგორც სასმელი, ასევე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის (სარწყავი, ჰიგიენა და ა.შ.). ამავე დროს, უნდა არსებობდეს უსაფრთხო წყალი და სრული წვდომა. ამ უფლებას  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების სხვა უფლებების საფუძველია: ეს უფლება იმდენად ფუნდამენტურია, რომ გაერომ წყლისდა  სანიტარიის უფლება გამოაცხადა წყლის მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნად,.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ეს უფლება დაახასიათა, როგორც ათასწლეულის განვითარების  მიზანი.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ აღწერილი ქმედებები უხეშად არღვევს 1992 წლის 17 მარტს ჰელსინკში მიღებულ კონვენციას ტრანსსასაზღვრო წყალსატევების, საერთაშორისო ტბების გამოყენების და დაცვის შესახებ და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებს.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატი ამჟამად აჯამებს  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის ხალხის საერთაშორისო გარანტიით დაცული უფლებების სერიოზულ დარღვევებზე გამოკვლევის შედეგებს, რომლებიც გადაეგზავნება საერთაშორისო სპეციალურ სტრუქტურებს და  სომხეთის ხელისუფლებას“, – წერს თათოიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button