საერთაშორისო

ბაქომ 164 მილიარდ დოლარის მოგება მიიღო კასპიის ნავთობის საბადოდან ბრიტანეთთან თანამშრომლობით

აზერბაიჯანის  ნავთობის ფონდმა (SOCAR) გამოაცხადა, რომ  ამ  ქვეყნის ნავთობის  სახელმწიფო ორგანიზაციამ,  კომპანია BP-სთან გაფორმებული  ხელშეკრულების წევრმა კომპანიებმა, 2001 წლიდან კასპიის ზღვის აზერი-ჩერაღ-იუნშლი ნავთობსაბადოებიდან მოიპოვა და გაყიდა  498 მილიონი ტონა ნავთობი.   ამის შესახებ Pars Today წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საბადოებიდან ექსპორტირებულმა ნავთობმა 2001 წლიდან ქვეყანს  $ 164 მილიარდი შემოსავალი მოუტანა.

აზერბაიჯანის შემოსავალი ზემოთ ნახსენები კასპიის ნავთობის საბადოებიდან ნავთობის მოპოვებიდან და ექსპორტიდან გამოყოფილია ბრიტანული კომპანიის BP-ისა  და მისი პარტნიორების შემოსავლისგან, რაც გასაიდუმლოებულია.

ნავთობის ექსპერტი და ეკონომისტი ღობად ებადოღლუ ამბობს, რომ  ”აზერბაიჯანმა დახარჯა 40 მილიარდი დოლარი TANAP და TAP გაზსადენების ასაშენებლად, კასპიის გაზის ევროპასა და თურქეთში ტრანსპორტირებისთვის. იმისათვის, რომ ბაქომ დაფაროს ეს სესხი მას მოუწევს გაზის შემოსავლების შეგროვება ერთი საუკუნის განმავლობაში“.

ნახეთ მეტი
Back to top button