მთავარისაზოგადოება

მალე გვექნება რუსული ვაქცინა “Sputnik V”. მინისტრი:

დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის ფედერაციასთან და მალე სომხეთში გექნებათ რუსული ვაქცინა “Sputnik V”. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი ამჟამად ორ პლატფორმაზე მუშაობს კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად. პირველი არის საერთაშორისო COVAX პლატფორმა, რომლის მიზანია მონაწილე ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი ვაქცინების მიწოდება. გარდა ამისა, ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვაქცინების მწარმოებლებთან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინების არჩევის საკითხი პროფესიული ჯგუფის დისკუსიების შედეგად წყდება. სპეციალისტები მოგვცემენ რჩევას ვაქცინების შესახებ, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ყველა კლინიკური კვლევა და მათი იმპორტირება და გამოყენება შესაძლებელია იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში.

მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ორგანიზაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არავინ აიცრება დაძალებით, ყველაფერი მოხდება ნებაყოფლობით და უპირატესობა მიენიჭება რისკის ჯგუფებში მოხვედრილ მოქალაქეებს.

ნახეთ მეტი
Back to top button