სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა არცახელი სომხების თვითგამორკვევის უფლების შესახებ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ.
”სომხეთის გასაბჭოების დროს, 1920 წლის 30 ნოემბერს აზერბაიჯანის რევოლუციურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოთა აზერბაიჯანსა და საბჭოთა სომხეთს შორის აღარ არსებობს საზღვრის საკითხი, ზანგეზური და ნახჭევანი სომხეთს გადაეცა, ხოლო ყარაბაღის მთიან ნაწილს მიენიჭა თვითგამორკვევის უფლება.
დეკრეტი 2 დეკემბერს გამოქვეყნდა ბაქოს გაზეთ “კომუნისტში”.
უფრო მეტიც, ამის შემდეგ აზერბაიჯანის რევოლუციურმა კომიტეტმა გამოაცხადა: ”დღეიდან აღმოფხვრილადაა გამოცხადებული სასაზღვრო დავები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მთიანი ყარაბაღი, ზანგეზური და ნახჭევანი ითვლება სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილებად”.
გადაწყვეტილება-განცხადება გამოქვეყნდა ერევნის გაზეთ “კომუნისტის” 1920 წლის 7 დეკემბრის ნომერში.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რკ(ბ)პ ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ 1921 წლის 3 ივნისს დაავალა საბჭოთა სომხეთის მთავრობას დეკლარაციით გამოეცხადებინა “მთიანი ყარაბაღი სომხეთის კუთვნილება”.
ბიუროს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, მათ შორის იყო აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ნარიმანოვიც”,- ნათქვამია თათოიანის პოსტში.