მთავარისაზოგადოება

ბავრა-ნინოწმინდის გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ბავრა-ნინოწმინდის გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ გვაცნობებს საქართველოში სომხეთის საელჩო.

”სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ბავრა-ნინოწმინდის გამშებმა პუნქტმა  მუშაობა განაახლა გუშინ დილის 10:00 საათზე. საზღვრის გადაკვეთის ნებართვის მქონე პირებს, სადახლოს  გარდა, ახლა ბავრა-ნინოწმინდის საგუშაგოთი სარგებლობაც შეუძლიათ.

გამშვები პუნქტი ღია იქნება  10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მსვლელობა გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

”სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ შეუძლიათ (ორი დოზა), ხოლო საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სომხეთში შესვლა მხოლოდ საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური გასვლის ნებართვის შემთხვევაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის Facebook- ის პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button