მთავარიპოლიტიკა

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”: თურქეთი ააქტიურებს უიღურულ ფაქტორს

როგორც გაზეთი „სომხეთის რესპუბლიკა“ წერს, ”აზიაში კიდევ ერთი საკითხი ვითარდება, რაც ისევ თურქეთთანაა დაკავშირებული. ამ ბოლო დროს ჩინეთის სინჯიანგის პროვინციაში მყოფი უიღურების საკითხი გეოპოლიტიკური მოვლენების სათავეში მოექცა. უიღურები ეთნიკური თურქები არიან, რომლებსაც თურქეთი იყენებს ჩინეთისათვის შიგნიდან დასარტყმელად. მისი აქტიური მუშაობის შედეგად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უიღურთა სეპარატისტული განწყობა გაძლიერდა. ამ შემთხვევაში, თურქეთი ნაკლებად აკეთებს საჯარო განცხადებებს და უფრო მეტს აკეთებს თავისი აგენტების ქსელის საშუალებით. აშკარაა, რომ თურქეთის აქტიური მონაწილეობით, ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებით, ცდილობენ უიღურთა საკითხი მუდმივად დღის წესრიგში დარჩეს და ეს გახდეს გეოპოლიტიკური მოვლენების ეფექტური იარაღი მისთვის ხელსაყრელ ვითარებაში. თურქეთი ცდილობს დაიწყოს უიღურთაგან დიდი თურანის ხედვის შექმნის პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ ათასწლეულების განმავლობაში აზიიდან ევროპაში გადაადგილებისას შეიქმნა ეთნიკური თურქების მრავალი კოლონია და თუ თურქეთი აპირებს ამ ტრაექტორიის აღდგენას, იგი აუცილებლად შევა კონფლიქტში არა მხოლოდ ჩინეთთან, არამედ რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთანაც. ამჯამად  ასევე ევროპის ქვეყნებშიც არის თავმოყრილი  თურქების დიდი რაოდენობა“.

ნახეთ მეტი
Back to top button