
აშშ-ს 49 შტატმა, კონგრესის ორივე პალატამ მიიღო რეზოლუციები სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. რჩება მხოლოდ, რომ პრეზიდენტმა გადადგას სწორი ნაბიჯი. ამის შესახებ “რადიოლურს” განუცხადა სომხეთის ეროვნული კომიტეტის ვაშინგტონის ოფისის პრეს-პასუხისმგებელმა ეღისაბეთ ჩულჯიანმა.
მისივე თქმით, ბაიდენმა იცის გენოციდის შესახებ.
”აშშ-ს მთავრობამ უნდა გაატაროს ნებისმიერი გენოციდის აღიარების პოლიტიკა, რათა მან არ გახსნას კარი სხვა გენოციდისთვის. ეს სიტყვის საკითხი არ არის, არამედ ზოგადი პოლიტიკის შეცვლის საკითხი. დღეს თურქეთი ყველა ღონეს ხმარობს აშშ-ს სახელმწიფო დონეზე გაჩუმებისთვის.
სომხეთის ეროვნული კომიტეტი ამ ადმინისტრაციისგან ელის, რომ ტერმინი ”გენოციდი” ნახსენები იქნება პრეზიდენტის 24 აპრილის გზავნილში, როგორც ის წინა ადმინისტრაციებისგან მოელოდა”, – აღნიშნა ჩულჯიანმა.