პოლიტიკა

ყარაბაღის კონფლიქტში თურქული ჯარების მონაწილეობა მიანიშნებს ერდოღანის პანთურქულ პოლიტიკაზე

ანკარა ცდილობს გამოიყენოს კავშირები ბაქოსთან რეგიონში თავისი პოზიციების გასამყარებლად, ოსმალეთის იმპერიის აღსადგენად და ცენტრალური აზიის თურქული სახელმწიფოების გასაერთიანებლად,  როგორც ერთიანი  შეიარაღებული ძალების მქონე სტრუქტურა ზურგში.  ამის შესახებ გამოცემა Modern Diplomacy-ში წერს ლიბიელი ჟურნალისტი ალაედინ სალეჰი.

”მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეზე თურქი სამხედროების და სირიელი დაქირავებულების უშულო მონაწილეობამ მიგვითითა  პანთურქული პოლიტიკის აგრესიულ კულიმინაციურ წერტილზე.    თურქეთის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა მიზნად ისახავს გაავრცელოს ანკარის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე  და ცენტრალური აზიის რეგიონის თურქულ სახელმწიფოებზე“, -წერს ჟურნალისტი.

ნახეთ მეტი
Back to top button