საზოგადოება
მთავრობა კვლავ განიხილავს შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს: ვაჰან ქერობიანი
სომხეთის მთავრობა განიხილავს კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა „Sputnik სომხეთთან“ ინტერვიუში განაცხადა, უპასუხა რა კითხვას შესაძლებელია თუ არა სომხეთშიც მოხდეს „ლოქდაუნი“, როგორც ეს ამჟამად ხდება რიგ ქვეყნებში და ასეთ შემთხვევაში რა ბედი ეწვევა საინვენსტიციო პროგრამებს.
”იმისათვის, რომ ბიზნესს უფრო თავისუფლად შეეძლოს სუნთქვა, მთავრობა განიხილავს შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს“ – თქვა ქერობიანმა.
ქერობიანმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მან გაიხსენა ჯანმო-ს განცხადება, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი შენელდა.