მთავარისაზოგადოება

როგორ შეუძლიათ უცხოელებს შესვლა არცახში? მოქმედებს ახალი პროცედურა

როგორც მყ საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ომისშემდგომ პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მოქმედებს განახლებული პროცედურა არცახში შესვლისთვის.

 ”უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომელთაც სურთ ვიზიტით ეწვიონ არცახს, არცახში შესვლის ნებართვის მისაღებად წინასწარ უნდა მიმართონ არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს პროცედურა ვრცელდება როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც სჭირდებათ შესვლის ვიზა, ასევე იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც, რომელთათვისაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებების შესახებ ინფორმაცია ასევე გადაეცემა რუსეთის სამშვიდობო ძალებს, უსაფრთხოების გათვალისწინებით.

განაცხადების დამტკიცების შემდეგ, ამის შესახებ ეცნობება განაცხადის წარმდგენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შესაბამის ვიზებს მიიღებენ ერევანში, არცახის მუდმივ წარმომადგენლობაში, რის შემდეგაც მათ შეეძლებათ ეწვიონ არცახს.

რაც შეეხება პირობებს, შესვლის ნებართვა გაიცემა 3-4 სამუშაო დღის განმავლობაში. ზოგჯერ პროცესი შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს, ამის შესახებ ეცნობება მოქალაქეს, რომელმაც განაცხადი წარადგინა.

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მექანიზმი დანერგვის ეტაპზეა. ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი უცხოური მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შემოვიდა არცახში აღნიშნული პროცედურის გავლით.

ნახეთ მეტი
Back to top button