ეკონომიკამთავარი

სომეხი მწარმოებლები შეიძლება ჩაერთონ Sputnik V ვაქცინის წარმოებაში

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის პლატფორმაზე განიხილება სომხეთიდან და ყირგიზეთიდან წამლის მწარმოებლების ჩართვა Sputnik V ვაქცინის წარმოების განვითარების საქმეში. ინფორმაციას ავრცელებს ევრაზიის ეკონომიკურ კომისიის პრესსამსახური.

აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში ბელორუსშიც უნდა დაიწყოს “Sputnik V” ვაქცინის წარმოება. უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მთელი რიგი ხელშეკრულებები წარმოების ლოკალიზაციისთვის, დარეგულირებულია შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა.

”გარდა ამისა, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის პლატფორმაზე აქტიურად განიხილება სომეხი და ყირგიზელი ფარმაცევტული მწარმოებლების ერთობლივ წარმოებაში ჩართვის საკითხი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ ვაქცინების ერთობლივი წარმოების განვითარება გახდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მრეწველობისა და აგრო-ინდუსტრიული კომპლექსური საკითხებით კოლეგიის წევრის (მინისტრის) არტაკ ქამალიანის და ევრაზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის 2020 წლის დეკემბრის სხდომის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.

”თანამშრომლობის ვადებზე და ფორმებზე საუბარი ნაადრევია, ჯერ უნდა შემუშავდეს დეტალები. ამასთან, ყველას ესმის, რომ საჭიროა ამ პრობლემის ოპერატიული გადაწყვეტა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი მალე შეთანხმდება”, – განაცხადა ქამალიანმა.

კავშირის ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებისკენ მიმართული რიგი ღონისძიებების, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წამლებისა და მედიკამენტების იმპორტის ჩანაცვლების ნაბიჯების გარდა, გეგმის პროექტი მოიცავს კორონავირუსის ვაქცინის ერთობლივი წარმოების საკითხის შემუშავებას.

ნახეთ მეტი
Back to top button