როგორც „News.am“-ი წერს, საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძისა და სომხეთის ვიცე-პრემიერის ტიგრან ავინიანის შეხვედრისას ავინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ტიგრან ავინიანმა, როგორც მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა სომხეთ-საქართველოს მეგობრული თანამშრომლობის მუდმივი განმტკიცების მნიშვნელობას.
ელჩმა საგანელიძემ აღნიშნა, რომ ამბიციური პროგრესი შეიძლება მიღწეულ იქნას ორმხრივი დღის წესრიგის ერთობლივი და ეფექტური მუშაობით.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად მიიჩნია, ყველა აუცილებელი პირობაა ურთიერთსასარგებლო გაფართოებისთვის. ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს 2019 წელს სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას.
ტიგრან ავინინმა ილაპარაკა აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხზე, რაც სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია.
განიხილეს “სპარსეთის ყურე – შავი ზღვის” საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული საკითხები და მის ფარგლებში ახალი შესაძლებლობები. ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის გაუმჯობესების კონტექსტში განიხილეს ბავრადან და გოგავანის საგუშაგოებიდან საქართველოს სიღრმეებში გზების შეკეთების პროცესი.
ორმხრივი კონტაქტების ინტენსივობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, აღინიშნა პირადობის მოწმობებით საზღვრების გადაკვეთის შესაძლებლობა.