მთავარიპოლიტიკა

სტეფანაკერტში შესვლის ნებართვის საკითხი ბაქოსთან ვერ განიხილება: მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მშვიდობიანი გზით მოგვარება, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება, ორმხრივი კავშირების განვითარება, შიდა სომხური კავშირების შემდგომი გაძლიერება უცვლელი დარჩა მთიანი ყარაბაღის  რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში. ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა NEWS.am- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ვითარება რიგ მნიშვნელოვან ტაქტიკურ ცვლილებებს გვკარნახობს.

”პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მოქნილი. დღეს მთავარი ამოცანაა არცახის  სუბიექტურობის შენარჩუნება, მათ შორის გეოპოლიტიკურისაც.  არცახის  გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ამ მდგომარეობაში დარჩა,  რადგანაც  ამიერკავკასიის რეგიონში ძალების გეოპოლიტიკური ბალანსი ჩვენთან ერთად ერთია, ჩვენს გარეშე კი სულ სხვა ამბავია. უფრო მეტიც, არცახის  გაუჩინარება გახდება ტექტონიკური აფეთქებების დეტონატორი შუა აღმოსავლეთის, შუა აზიის, კავკასიის, ვოლგის რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის და ა.შ. ეს სიტუაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია”, – თქვა ბაბაიანმა.

შეეხო რა  მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჭორებს, რომ ამიერიდან სტეფანაკერტში შესვლის ნებართვა შეთანხმებული უნდა იყოს ბაქოსთან, ბაბაიანმა აღნიშნა, რომ ბაქოსთან ამ საკითხზე რაიმე შეთანხმება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button