პოლიტიკა

უგზოუკვლოდ დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედროების დედები ფაშინიანს დახმარებას სთხოვენ

აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების დედები, რომლებიც არცახის ომში უგზოუკვლოდ დაიკარგნენ, დახმარებას სთხოვენ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. როგორც “არმენპრესი” წერს, აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დედები პროტესტს გამოხატავენ თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ.

”მე მჭირდება ფაშინიანის დახმარება. გთხოვთ: ჩემს შვილს ვეძებდი, რომ მეპოვნა, თავდაცვის სამინისტროდან არავინ გამოგვეხმაურა” – თქვა ერთ-ერთი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის დედამ, რომელსაც ერთადერთ გამოსავალდ სომხეთის პრემიერ- მინისტრისათვის  მიმართვა მაიჩნია.

დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების მშობლებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის სამინისტროში ისინი არ მიიღეს და მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ნახეთ მეტი
Back to top button