საერთაშორისო

იტალიის პოლიციამ 55 ქართველი დააკავა

55 ქართველი დააკავა იტალიის პოლიციამ. რამდენიმე რეგიონსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ქართველებისა და უკრაინელების ორი დაჯგუფება გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია იტალიურ მესიაზე დაყრდნობით.

სულ დაკავებულია 62 პირი, მათი უმრავლესობა ქართველია. კრიმინალური დაჯგუფება ძირითადად ქალაქ რეჯო-ემილიაში მოქმედებდა. ისინი ბინებს “ქართული მეთოდით” ქურდავდნენ და კარის საკეტებს სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით კვალის დატოვების გარეშე ტეხდნენ.

მოპარული ნივთების დიდი ნაწილი მეორე კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკრაინაში იგზავნებოდა. იტალიის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

ნახეთ მეტი
Back to top button