მთავარიპოლიტიკა

რომის პაპი ფრანცისკე ყურადღებით აკვირდება სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას

რომის პაპი ფრანცისკე  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება,  ამის შესახებ მან განაცხადა  ვატიკანში   აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

რომის პაპმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და არასტაბილურობის გამომწვევ წყაროებზე ისაუბრა, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით  მან თქვა: ”მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას, სადაც მრავალი კონფლიქტი კვლავ გრძელდება, ზოგიერთმა მათგანმა გასულ წელს იფეთქა, რამაც მთელი რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება შეარყია.”

კათოლიკურმა მსოფლიო ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს სირიაში საბოლოოდ დასრულდება კონფლიქტი, აღდგება პირდაპირი დიალოგი ისრაელებსა და პალესტინელებს შორის, ლიბანში სტაბილურობა და  ლიბიაში მშვიდობა დამყარდება.

ნახეთ მეტი
Back to top button