ეკონომიკამთავარი

სომხეთი იწყებს საარტილერიო ჭურვების წარმოებას: ადგილობრივი წარმოების დრონები უკვე დაფრინავენ

5 წლის განმავლობაში სომხეთის სამხედრო ინდუსტრიის ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდა. ამის შესახებ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ჰოკობ არშაკიანმა დღეს გამართულ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 2017 წელს ამ სფეროს სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა 1,6 მილიარდი დრამი, 2018 წელს – 2,4, 2019 წელს – 3,8, 2020 წელს – 3,3 მილიარდი დრამი, რომელსაც ომის დროს და 2021 წელს დაემატა 3,4 მილიარდი დრამი. 4,6 მილიარდი დრამი უკვე გამოიყო ბიუჯეტიდან.

”საარტილერიო ტექნიკისა  და მათი საბრძოლო მასალების წარმოების ის შესაძლებლობები, რომლებიც შეიქმნა 2021 წელს, უკვე შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს ჩვენი ადგილობრივი სამხედრო მოთხოვნა, ხოლო  წარმოება მთლიანად   ორგანიზებული იქნას სომხეთში.  ეს ეხება არტილერიას, სხვადასხვა კალიბრის ჭურვებს, ასევე  ყუმბარმტყორცნების წარმოებას.  ზოგიერთ შემთხვევაში, თავდამსხმელი უპილოტო აპარატების სახელმწიფო ტესტირება უკვე მიმდინარეობს. როდესაც ტესტირება დასრულდება, გადავალთ სერიულ წარმოებაზე“,  – თქვა არშაკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button