ეკონომიკა

სომხეთში აქტიურად იზრდება მაღალტექნოლოგიური სექტორი

სომხეთში მაღალტექნოლოგიური კომპანიების ბრუნვა 20,6% -ით გაიზარდა და დაახლოებით 198 მილიარდი დრამი შეადგინა, განაცხადა დღეს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა,  შეაჯამა რა  2020 წლის მაჩვენებლები.

ამ სფეროში 18 ათას 747 თანამშრომელია ჩართული. ეს მაჩვენებელი 22% -ით არის გაზრდილი.

სომხეთში მაღალი ტექნოლოგიის სფეროში 1228 აქტიური კომპანია მუშაობს, 2020 წელს მათ მიიღეს სერთიფიკატები, 192 ახალი კომპანია ისარგებლებს საგადასახადო შეღავათებით.

გადასახადები წინა წელთან შედარებით 14% -ით გაიზარდა და 41 მილიარდ დრამს გადააჭარბა. მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროში, ხელფასი გადასახადების გარეშე 2019 წელს საშუალოდ 543982   ($ 900) დრამი იყო, ხოლო 2020 წელს – 580000 ($1000)  დრამი.

ნახეთ მეტი
Back to top button