მთავარიპოლიტიკა

ამიერიდან თურქეთს სომხეთთან საზღვრის დახურვის რაიმე მიზეზი არ აქვს. არა აივაზიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი თურქეთის მხრიდან სომხეთთან სახელმწიფო საზღვრის დახურვის რაიმე მიზეზს ვერ ხედავს. ამის შესახებ აივაზიანმა აღნიშნა ეროვნულ კრებაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის სესიის დროს.

”ვფიქრობ, რომ თურქეთი, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ქვეშ, თანდათან უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ პროცესს, სომხეთისთვის ბლოკადის დაწესების სხვა მიზეზი არ არსებობს. ბლოკადა განპირობებული იყო სტატუს ქვოთი არცახში, რომელიც შეიცვალა ძალის გამოყენებით. თურქეთს სომხეთთან საზღვრის დახურვის სხვა მიზეზი არ აქვს”, – აღნიშნა აივაზიანმა.

არა აივაზიანმა დასძინა, რომ მთავრობის მთავარი მიზანია ყველაფერი გააკეთოს სომხეთისა და არცახის გარშემო უსაფრთხოების ატმოსფეროს გასაძლიერებლად.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის აღმაშფოთებელია ყარსში თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაც.

ნახეთ მეტი
Back to top button