
როგორც გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნი“(„სომხეთის რესპუბლიკა“) წერს, „აზერბაიჯანმა არცახის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ დაიწყო სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია დასახლებების მშენებლობაზეც, ამჟამად აზერბაიჯანი ახორციელებს მხოლოდ საგზაო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლება საუბრობს ახალი დასახლებების მშენებლობაზე, ახსენებს აკნას, ვარანდას, ჯრაკანს, კოვსაკანს, მაგრამ ფრთხილად გვერდს აუვლის ჰადრუთს. მტერმა კარგად იცის, რომ ძნელად შეძლებს ჰადრუთის ოკუპაციის “მონელებას”. ასევე ეჭვქვეშ დგას დარჩენილი ტერიტორიების სრული კონტროლის საკითხიც. აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს 44-დღიანი არცახის ომის შედეგები წარმოადგინოს, როგორც სრული გამარჯვება, ეიფორიის შემდეგ მათ ახალი რეალობის ფხიზელი შეფასება მოუწევთ.
თურქეთი უკვე აზერბაიჯანშია, ამის სამართლებრივ საფუძველს აზერბაიჯანის მთავრობა აძლევს, რაც ნიშნავს, რომ ალიევს აღარ შეეძლება მარტო მიიღოს გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. შემდეგი ჭურვი არის ტერორისტების ყოფნა, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის ყველა ქვეყანას. სომხეთს შეუძლია და უნდა შეინარჩუნოს დღის წესრიგში ჰადრუთის დაბრუნების საკითხი, რაც ჯაჭვური გზით გადაჭრის არცახის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსაც.”