
ევროკავშირმა სომხეთს აცნობა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დასრულების შესახებ. ხელშეკრულება ძალაში შევა 1 მარტიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,
2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ხელმოწერილი ხელშეკრულება, ახალ პარტნიორულ დონეზე აწევს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, არეგულირებს დიალოგს პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროებში და ასევე დარგობრივ თანამშრომლობას და სავაჭრო ურთიერთობებს.
ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მყარ იურიდიულ საფუძველს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობისთვის, რომელიც აღწერს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მართლმსაჯულება, უსაფრთხოება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა, გარემო, კლიმატი, განათლება და მეცნიერება, კულტურა, ჯანმრთელობა და ა.შ. .
”შეთანხმების ეფექტური განხორციელება ჩვენს მოქალაქეებს მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს, რაც მასშტაბური რეფორმების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის განმტკიცებას და დროთა განმავლობაში ზეგავლენას მოახდენს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და ცხოვრების წესზე”.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოვლისმომცველი გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება ეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას მხარი დაუჭიროს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მცდელობებსა და მიდგომებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის, კერძოდ ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის უფლების მიმართ“, – ხაზს უსვამს საგარეო საქმეთა სამინისტრო.