ანალიტიკამთავარი

რეალისტურია თუ არა თურქეთის ევროკავშირში შესვლის სურვილი?

თურქოლოგმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რუბენ საფრასტიანმა გადაცემა “რეგიონის” ფარგლებში ისაუბრა თურქეთის ევროკავშირში წევრობის პროცესზე და ამ რეგიონში ევროკავშირის პოზიციაზე.

რაც შეეხება თურქეთის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომ თურქეთი უარს არ ამბობს ევროკავშირში გაწევრიანების განზრახვაზე და სურს ახალი სტიმული მისცეს პროცესს, საფრასტიანმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა, ცდილობს რა ევროკავშირის წევრობის საკითხის მისი საგარეო პოლიტიკის  დღის წესრიგში მოქცევას, ორი მიზნის მიღწევას ცდილობს.

”პირველი ის არის, რომ თურქეთს ესმის, რომ მისი აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკის გამო, იგი იზოლირებულია მოკავშირეებისგან. ანუ ნატოს ფარგლებში ევროპელი მოკავშირეებისგანაც. ამიტომ, ისინი ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ თურქეთი აგრძელებს ევროკავშირის წევრობის პოლიტიკას და ამით ცდილობენ განთავისუფლდნენ შეზღუდვებისგან, რომლებიც დაუწესდა თურქეთს.

მეორე გარემოება დაკავშირებულია აშშ-სთან. ბაიდენის ადმინისტრაცია აშკარად მიანიშნებს, რომ თურქეთის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, ვიდრე ტრამპის დროს. ამიტომ თურქეთი ცდილობს გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა შეიქმნას გარკვეული საპირწონო შეერთებული შტატების ახალი მკაცრი პოლიტიკის მიმართ”, – ხაზგასმით აღნიშნა საფრასტიანმა.

თურქოლოგის თქმით, ევროკავშირი ბოლო ხანებში აცნობიერებს, რომ თურქეთის პოლიტიკა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში პირდაპირ კავშირშია და ეწინააღმდეგება ევროკავშირის არაერთი მნიშვნელოვანი წევრის, კერძოდ, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ეგვიპტის ინტერესებს.

”ევროკავშირი თურქეთის ამ აგრესიული ქცევის გამო საფრთხეს გრძნობს, და რადგან ევროკავშირი ვერ პოულობს ერთიან ნებას, სერიოზული სანქციები დააკისროს თურქეთს, ევროკავშირი ცდილობს თურქეთი გარკვეულ საზღვრებში მოაქციოს”, – აღნიშნა საფრასტიანმა და დასძინა, რომ თურქეთმა არ შეასრულა ძირითადი მოთხოვნები ევროკავშირის წევრობისთვის.

ისაუბრა რა თურქეთის აშკარა ჩარევის პოლიტიკაზე ევროკავშირის წევრობის პროცესის შესაძლო შემაკავებელ როლზე, თურქოლოგმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ თურქეთმა უნდა მოაწესრიგოს თავისი ურთიერთობა მეზობლებთან. ამ მოთხოვნის ფარგლებში ასევე განიხილება თურქეთის მხრივ  სომხეთთან ურთიერთობების დარეგულირების პროცესი.

”ამ საკითხში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თურქეთის ევროინტეგრაციის პროცესი არ გამოიწვევს სომხეთის მიმართ პოლიტიკის რეალურ ცვლილებებს. თურქეთი გააგრძელებს წინაპირობების დაყენებას და სომხეთისგან მოითხოვს პოზიციის შეცვლას რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, ყარსის შეთანხმებასა და არცახის საკითხთან დაკავშირებით. და ეს პოლიტიკა გაგრძელდება თურქეთში, მიუხედავად ევროინტეგრაციის პროცესისა”, – ხაზგასმით აღნიშნა თურქოლოგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button