სომხეთიდან ირანში გამგზავრება მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი

ხდება ეპიდემიის გამო შეზღუდული საჰაერო და სახმელეთო კომუნიკაციის აღდგენა.
სომხეთში რუსეთის საელჩო 10 თებერვლიდან განაახლებს დოკუმენტების მიღებას, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. ვიზა ყველა მსურველს არ გაეცემა.
”სომხეთში მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელთაც გააჩნიათ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტისთვის მოწვევა – დადგენილი დოკუმენტის ან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს რუსულენოვანი პირის სტატუსს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ბინადრობის უფლება აქვთ სომხეთში”.
სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში გამგზავრება მხოლოდ საჰაერო გზით, თუ მათ აქვთ მობილურ აპლიკაციაში შეტანილი Covid 19 უარყოფითი შედეგი, აცნობებს საგარეო საქმეთა პრესსპიკერი ანა ნაღდალიანი.
”ტესტები უნდა გაკეთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის მიერ წარმოდგენილ ლაბორატორიებში”.
ჩვენმა მეზობელმა საქართველომ საზღვარი გახსნა სომხეთის მოქალაქეებისთვის. საქართველო საშუალებას მისცემს სომხეთის მოქალაქეებს გადაკვეთონ მისი საზღვარი ვაქცინის ორი დოზის მიღების და ვაქცინაციის მოწმობის წარდგენის შემდეგ. კოვიდ 19 -ის უარყოფითი დადასტურების გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ:
„სახმელეთო გზით, თუ მათ ოჯახის წევრები ჰყავთ საქართველოში, და წარმოადგენენ ფაქტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. ოჯახის წევრებად ითვლებიან: მამა, დედა და მცირეწლოვანი შვილები”.

სახმელეთო გზით, ვაქცინაციის გარეშე, საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ მათ, ვინც საქმიანი მიზნით მიემგზავრება ან დარეგისტრირებული მომუშავეა ასაქართველოში. ამისათვის თქვენ უნდა შეავსოთ შესაბამისი განაცხადი stopcov.ge ვებსაიტზე, რომელზეც პასუხი გაიცემა 10 დღის განმავლობაში.
საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური გასვლის ნებართვის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვაქცინაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა და დაწყების შემთხვევაში, პირველ რიგში, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ სარისკო ჯგუფებს.
ჩვენს სამხრეთ მეზობელ ირანში შესვლის სახმელეთო შეზღუდვები შენარჩუნებულია. სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ირანში საჰაერო გზით შევიდნენ მაქსიმუმ 96 საათიანი მოქმედებით კოვიდის ტესტის უარყოფითი შედეგით.