მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა ომი გამოუცხადა იუნესკოს

ამ უკანასკნელ  ხანებში მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაწყებული სისხლიანი ომის შედეგად, სომხეთის და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგანი გახდა სომხური მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. რუსეთმა, საფრანგეთმა, აგრეთვე ევროკავშირმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ხაზი გაუსვეს სომხური ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე და მხარი დაუჭირეს იუნესკოს პროცესში ჩართვას.

გასული წლის 20 ნოემბერს იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ განაცხადა მთიანი ყარაბაღის ძეგლების დაცვის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მათი იდენტიფიკაციის  დამახინჯების მცდელობები დაუშვებელია. თავის განცხადებაში მან წინადადება წამოაყენაა რეგიონში გაგზავნილი ყოფილიყო მისია ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით. გენერალური დირექტორის წინადადება ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა მოიწონეს, რაც აისახა იუნესკოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის კომიტეტის 2020 წლის 11 დეკემბრის  განცხადებაში.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოთქმული შეშფოთება საკმაოდ გასაგები და ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანის ხელისუფლების წლების განმავლობაში არსებულ დამოკიდებულებას მათ მიერ კონტროლირებადი სომხური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 1997-2006 წლებში გაანადგურა ისტორიული სომხეთის ტერიტორია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს საერთაშორისო საზოგადოებამ არ გადადგა საკმარისი ნაბიჯები ამ ბარბაროსობის თავიდან ასაცილებლად.

სომხეთის ძეგლების ფიზიკური განადგურების გარდა, აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთის  შემსრულებელი აზერბაიჯანელი “მეცნიერები”  აგრძელებენ სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მითვისებას, უარყოფენ მათ სომხურ იდენტურობას და ავრცელებენ მათ “ავღანური” წარმოშობის ანტი-სამეცნიერო თეზს.  აზერბაიჯანის ეს პოლიტიკა ღიად არღვევს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2017 წლის 2347-ე რეზოლუციას, რომელშიც აშკარადაა ნათქვამი  კულტურული მემკვიდრეობის დამახინჯების დაუშვებლობაზე, რაც  სავსეა ახალი კონფლიქტის საშიშროებით (…the attempt to deny historical roots and cultural diversity in this context can fuel and exacerbate conflict and hamper post-conflict national reconciliation, thereby undermining the security, stability, governance, social, economic and cultural development of affected States):

ალიევის რეჟიმმა, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული მეთოდით განახორციელა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული გენოციდი, არ კმაყოფილდება  მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ ეთნიკური და რასობრივი სიძულვილის საფუძველზე წარმოებული სისხლიანი ომით. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის საინფორმაციო საშუალებები  მკაცრად აკრიტიკებენ  იუნესკოს და ორგანიზაციას ადანაშაულებენ  “მიკერძოებულობაში, სხვა ქვეყნების ინტერესების დაცვაში”. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ეს პოლიტიკა არ არის ახალი, ერთ დროს ისინი ხელს უშლიდნენ იუნესკოს, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ფაქტების შემსწავლელი მისიების ცასვლას ნახჭევანში,  რითაც ცდილობდნენ დანაშაულის დამალვას.

ამჟამად აზერბაიჯანის ხელისუფლება აბრკოლებს არცახში მისიის ჩასვლას, რაც  იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება, ნახჭევანის მსგავსად, ამზადებს მორიგ მასშტაბურ კულტურულ ვანდალიზმს, როგორც არცახში  სომხების ეთნიკური წმენდის პოლიტიკისა და ლიკვიდაციის მომდევნო ნაბიჯს.  

ნახეთ მეტი
Back to top button