
არცახს აუცილებლად ექნება თავდაცვის ინსტიტუტი. სხვა საქმეა,თუ რა საელი დაერქმევა მას, იქნება ის თავდაცვითი ძალები თუ თავდაცვის ჯარები, მაგრამ ფუნქციურად არცახს ექნება ჯარი. ამის შესახებ Hetq.am- თან საუბრისას არცახის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა არტაკ ბეგლარიანმა თქვა. როგორც მან აღნიშნა, ჯარი რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოების გარანტიების პარალელურად, უზრუნველყოფს არცახის მოსახლეობის უსაფრთხოებას.
”რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს არ მოეწონება არცახში შეიარაღებული ადამიანების ნახვა, ჩემი აზრით მას არც რუსი სამშვიდობოების დანახვაც არ უნდა. ამ მხრივ აზერბაიჯანის სურვილს მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა არტაკ ბეგლარიანმა.
უგზოუკვლოდ დაკარგულთა და ტყვეთა საკითხები ყველაზე მტკივნეულია ომისშემდგომ სომხეთსა და არცახში. მსხვერპლის ნეშტის აღმოჩენის შემდეგაც კი, იდენტიფიკაციას დიდი დრო სჭირდება.
არცახის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელისთვის აშკარაა, რომ იდენტიფიკაციის სფეროში დიდი პრობლემები არსებობს. სხეულების შეგროვება, მორგში გადაყვანა, ერთი მორგიდან მეორე მორგში გადაყვანა, მონაცემთა გადაცემა, მაგრამ ყველაზე დიდი დრო მაინც დნმ-ის კვლევას და მონაცემთა ანალიზს სჭირდება.
იანვარში, დნმ-ის მეორე მოწყობილობის დამონტაჟებამ ოდნავ დააჩქარა პროცესი, რაც უფრო მალე შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ასობით ცხედარი ჯერ ამოცნობილი არ არის.
არცახში არსებობს ეჭვები, რომ მსხვერპლის ნაწილი დაკრძალა აზერბაიჯანულმა მხარემ საომარი მოქმედებების დროს ან მის შემდეგ. არის შემთხვევები, როცა მასობრივი საფლავები გაიხსნა, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გასაკეთებელი რჩება.
მსხვერპლთა ცხედრებისა და ტყვეებში დაბრუნების პროცესი აზერბაიჯანმა შეგნებულად შეაჩერა. ყველაზე მტკივნეული საკითხია ტყვეების დაბრუნება. აზერბაიჯანი მალავს ტყვეთა მონაცემებს. არტაკ ბეგლარიანს უჭირს ტყვეთა ზუსტი რაოდენობის დასახელება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ხწაბერდში 59 ადამიანის გარდა,არის ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ტყვეები.