პოლიტიკა

არცახში შესვლის პროცედურებში რადიკალურ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია: დავით ბაბაიანი

არცახში შესვლის პროცედურებში რადიკალურ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის სხდომაზე, უპასუხა რა ეროვნული ასაბლეის ვიცესპიკერის გაგიკ ბაღუნცის კითხვას.

”ჩვენ ვაგრძელებთ ვიზის გაცემას იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომელთაც ნებართვის მიღება სჭირდებათ. გარდა ამისა, არსებობს ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა,  მაგრამ მათ სჭირდებათ გამოცხადდენ სომხეთის რესპუბლიკაში მუდმივ წარმომადგენლობაში და  მიიღონ შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დაიშვებიან არცახში. ამ პროცესის შემდგომი რეგულირების აუცილებლობა განპირობებულია რუსი სამშვიდობოებით, მათ მიაჩნიათ, რომ შესვლის რეჟიმის გამარტივებით ისარგებლებს ტერორისტული ელემენტები და შეაღწევენ არცახში.   ღმერთმა არ ქნას, თუ მათ მოახერხეს არცახში შეღწევა, მოსალოდნელი სავალალო შედეგისათვის პასუხის გაცემა მოუხდება რუსეთის სამშვიდობო მისიას.  

სომხეთის რესპუბლიკაში არცახის მუდმივ წარმომადგენლობაში მისვლის შემდეგ, ერთი დღით ადრე   საზღვარგარეთელ მოქალაქეთა  მონაცემები გადმოგვეცემა ჩვენ და რუს სამშვიდობოებს. მათ გააჩნიათ საშუალება გაარკვიონ, მოცემული პირი ჩართულია თუ არა რაიმე ტერორისტულ დაჯგუფებაში და ისინი გასცემენ შესაბამის თანხმობას. ეს წესი ზრდის უსაფრთხოებას“, თქვა ბაბაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button