საზოგადოება

ევროკავშირი და ჯანმო დაეხმარება სომხეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში

ევროკავშირი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 40 მილიონ ევროს დახარჯავს სამი წლის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინაზე სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში. ამის შესახებ “როიტერი” წერს.

”თავდაპირველად, დაფინანსება გამოყენებული იქნება მოსამზადებელი ეტაპის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება სტრატეგიულ საჭიროებებზე, როგორიცაა პროგრამირება, აპარატურა, ტრენინგი და ინფორმაცია ჯანდაცვის მუშაკებისთვის“, -აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. განცხადების თანახმად ამას მოჰყვება დახმარება მიზანმიმართულად განაწილების სფეროში და სხვადასხვა სახის ტრენინგები.

ნახეთ მეტი
Back to top button