მთავარიპოლიტიკა

სახელმწიფოთა ჯგუფი გეგმავს რეგიონალური ალიანსის შექმნას თურქეთის წინააღმდეგ. AP:

სპარსეთის ყურის რიგი ქვეყნების ოფიციალური პირები და საგარეო საქმეთა მინისტრები ათენში შეხვედრას მართავენ, იმ შემთხვევაში, როდესაც საბერძნეთი ცდილობს ალიანსების გაფართოებას – რეგიონში მის მეტოქე თურქეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ იუწყება Associated Press.

საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლები ათენში ხვდებიან საბერძნეთის, კვიპროსისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც უკვე მხარს უჭერენ რეგიონალურ კონტაქტებს. მათ ვიდეოჩართვით შეუერთდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.

მონაწილე ქვეყნები საბერძნეთს უჭერენ მხარს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან დავაში.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ 7 მონაწილე ქვეყანა გეგმავს რეგულარული კონტაქტებისა და შეხვედრების გამართვას.

ნახეთ მეტი
Back to top button