მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის ინიციატივით ჟენევაში გაიმართა შეხვედრა გენოციდის პრევენციის შესახებ

ჟენევაში გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (ICRC) რეგიონალური შეხვედრა გენოციდის პრევენციის საკითხზე,  სომხეთის მიერ ინიცირებული ამავე სახელწოდების რეზოლუციით.

შეხვედრა, რომელიც ერთ დღეს გრძელდებოდა შესავალის სიტყვით გახსნა სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა  წარმომადგენელმა  გაეროს ჟენევის ოფისში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში   ანდრანიკ  ჰოვანისიანმა, სიტყვებით გამოვიდნენ  ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისის პრეზიდენტი ნაჯათ შამიმ ხანი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილე ნადა ალ-ნაშიფი.  ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენელი. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს  სომხეთის ძალისხმევა გენოციდის პრევენციის მიმართულებით.  

სიტყვით გამოსვლისას სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრანიკ ჰოვანისიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე სომხეთმა წამოიწყო გენოციდის პრევენციის შესახებ პირველი რეზოლუცია, დაიწყო ცნობიერების ამაღლება გენოციდის კონვენციის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, აგრეთვე იურიდიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების შესახებ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განხორციელებულმა ძალადობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა  ისტორიული სისასტიკის საშინელება, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ გამოწვევებსა და წარუმატებლობებს, რომელთა წინაშეც დგანან საერთაშორისო მექანიზმები ასეთი დანაშაულების პრევენციის საქმეში.

სომხურმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა პრევენციის საკითხში სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის როლს.

ნახეთ მეტი
Back to top button