მთავარისაზოგადოება

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი – გიორგი გახარია

როგორც „რუსთავი2.გე“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში უახლოეს პერიოდში შემოვა და აცრის პროცესიც გეგმის მიხედვით განხორციელდება.

გიორგი გახარიას თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისითაც:

“ოპონენტებისგან ხშირად გვახსოვს, ჯერ ტესტირებაზე იყო ასეთი მიდგომა,  ყველაფერი იქნება კარგად. საქართველოში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ვაქცინა, მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირებში და აცრის პროცესიც დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი. უნდა გვესმოდეს ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობასთან ერთად აქვს, უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button