
არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ პოლკოვნიკ არმენ აბაზიანთან და არცახში რფ რუსული სამშვიდობო სამხედრო შემადგენლობის მეთაურ, გენერალ-ლეიტენანტ რუსტამ მურადოვთან ერთად, რუსული სამხედრო შემადგენლობის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე შეხვდა აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენელს. ამის შესახებ ,,არცახპრეს“-თან საუბარში განაცხადა არცახის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ლუსინე ავანესიანმა.
არცახის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, განიხილეს ტყვეების დაბრუნებასთან და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნასთან დაკავშირებული და სხვა ჰუმანიტარული საკითხები.
”დისკუსია გაიმართა 1990-იანი წლების ომის დროს დაკარგულ პირთა ბედისწერასთან დაკავშირებულ საკითხებზეც”, – დასძინა ავანესიანმა.