მთავარიპოლიტიკა

ბოსტანჯიანი. ყარაბაღის საკითხში თვითგამორკვევის პრინციპი აუცილებლად დაბრუნდება დღის წესრიგში

ყარაბაღის საკითხში თვითგამორკვევის პრინციპი აუცილებლად დაბრუნდება დღის წესრიგში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვარდან ბოსტანჯიანმა.

”მეტიც, ამას გააკეთებს არა მხოლოდ რუსეთი, რომელსაც სურს მომავალში რეგიონში გაძლიერება, არამედ დასავლეთიც”, – განმარტა მან.

ბოსტანჯიანმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს თურქეთთან  პირდაპირი კონტაქტის განზრახვა, ერდოღანი კი, თავის მხრივ, ცდილობს ალიევის მოშორებას, რადგან ამ უკანასკნელმა მხარი დაუჭირა რუსეთის შესვლას ყარაბაღში.

”ირანს არ სურს მკვეთრად გააუარესოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან, რადგან მათთან მილიონობით აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თეირანის პოზიცია ვერ შეიცვლება”, -დასძინა მან.

რაც შეეხება სომხეთში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ბოსტანჯიანის თქმით, ეს შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, რადგან ხალხი თანდათანობით გამოდის ომისშემდგომი შოკიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button