ანალიტიკამთავარი

თურქეთმა სამომავლო რუკა გამოაქვეყნა: რუსეთი იმედოვნებდა, რომ საქმეს სომხებით მორჩებოდა

როგორც „Lragir.am“-ი წერს,    თურქულმა ტელეარხებმა აჩვენეს თურქული გავლენის გაფართოების ცნობილი  ცენტრის  „Stratfor“-ის  რუქა-პროგნოზი. რუკის მიხედვით, 2050 წელს თურქეთის გავლენის ქვეშ მოექცევიან ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ამიერკავკასიის, სამხრეთ რუსეთის, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების, ყუბანის, როსტოვის ოლქისა და  ყირიმის რიგი ტერიტორიები.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა რუკაზე ისაუბრეს. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კრასნოვმა, განაცხადა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობას დაგეგმილი  აქვს ოსმალეთის იმპერიის აღდგენა, მაგრამ ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ ანკარა შეეცდება რუსეთის ტერიტორიები მიიერთოს ძალის გამოყენებით.  თავის მხრივ, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა პაველ სპეროვმა მოუწოდა  მზად იყვნენ ყველაფრისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ Stratfor-ის პროგნოზი რეალისტურია, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, პირველ რიგში, რუსეთის პოლიტიკის ხასიათის, ამ ქვეყნის ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მხედველობაში მიღებით.ამავდროულად, Stratfor-ი აკეთებს საკმაოდ ”ოპტიმისტურ” პროგნოზს რუსეთისთვის, ის რუსეთის ტერიტორიებზე გავლენას  გეგმავს  2050 წლისათვის, მაგრამ არ გამორიცხავს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ამის მიღწევა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში.  

რუსეთმა ნებაყოფლობით მიიყვანა თურქეთი ამიერკავკასიაში, საიდანაც რუსეთის სამხრეთამდე ერთი ნაბიჯია და ეს ნაბიჯიც უკვე გადადგმულია.  200 წლის განმავლობაში რუსეთმა  “შეანელა”  ეს პროცესი, თურქებს  „კვებავდა“ სომხებითა და სომხური ტერიტორიებით.  2020 წლის ომი ამის  შემდეგი ეტაპი იყო, მაგრამ უკვე რუსეთის მისადგომებთან.

ლავროვის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, 2020 წლის სექტემბერში, რუსი დეპუტატები, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება ჩუმად აკვირდებოდნენ, რუსეთმა და თურქეთმა თუ როგორ  “თანაბარი განაწილების” პრინციპით (როგორც ეს  ლავროვმა და ჩავუშოღლუმ  განაცხადეს)  გადაინაწილეს სომხეთი.  რუსეთი ჩუმად თვალს ადევნებდა ამ ამბავს, ხოლო  სახელმწიფო  პროპაგანდა  კი  ამაზრზენ  კომპანიას  მართავდა სომხეთის წინააღმდეგ.

სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ეჭვობს, რომ თურქეთი შეეცდება რუსეთის ტერიტორიების ანექსიას იძულებითი გზით.  მართლაც,  ამის საჭიროება აღარ არის, ანკარა ამას გააკეთებს “მშვიდობიანი მეთოდებით” და ეს უკვე დაწყებულია. თურქეთი  უკრაინას გადასცემს იარაღს და ყარაბაღის ომის გამოცდილებას, მათ შორის ფასდაუდებელ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ჭრილობებზე. აშშ-სთან ჩაატარა სამხედრო წვრთნები  შავ ზღვაში. მალე ყირიმში შეიქმნება თურქეთ-უკრაინის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი.

თურქეთის  ნატოდან გააძევების კრემლის მცდელობამ, იგი თურქეთის პოლიტიკის სატელიტად და მუნჯ იარაღად აქცია, რომელიც სიამოვნებით იყენებს ამ გარემოებას. უფრო მეტიც, რუსეთი აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც განიხილება მისი მომავლის საკითხი, რათა თავიდან აიცილოს კატასტროფული კოლაფსი. ამავდროულად, ჩინეთი დიდი ხანია ახორციელებს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ გაფართოებას აღმოსავლეთიდან, თურქეთი კი სამხრეთისკენ მიისწრაფვის.

ნახეთ მეტი
Back to top button