ეკონომიკა

იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობამ 16%-ით იკლო

,,News.on.ge” წერს, რომ საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის იანვარში, როგორც ექსპორტში, ასევე, იმპორტში 16%-ით იკლო. საქსტატის მონაცემებით, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 763, 9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16, 3%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 224, 4 მილიონი აშშ დოლარი იყო (16, 2%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 539, 4 მილიონი აშშ დოლარი (16, 4%-ით ით ნაკლები).

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იანვრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში კლება მოსალოდნელი იყო.

“ჩვენ გვაქვს კლება იანვარში, იმიტომ, რომ მესამე ტალღა კვლავინდებურად მძვინვარებს მსოფლიოში და საგარეო ვაჭრობა არის დამოკიდებული არა მხოლოდ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, არამედ გარე ბაზრებზე. თუმცა ერთი პოზიტივი არის ის, რომ სავაჭრო დეფიციტი არის 70 მილიონი დოლარით გაუმჯობესებული და ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტში გვექნება უფრო მეტად პოზიტიური დინამიკა, ვიდრე ზოგადად ექსპორტში”, — განაცხადა თურნავამ.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315, 0 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41, 2 პროცენტი შეადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button