მთავარიპოლიტიკა

მნიშვნელოვანი ფაქტები ომის დროს არცახში სამოქალაქო პირთა უფლებების უხეში დარღვევების შესახებ. ადამიანის უფლებათა დამცველი

მნიშვნელოვანი ფაქტები აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის  სექტემბერ-ნოემბრის ომის დროს არცახში მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ:

”ომის დროს 100000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გადაადგილდა მათი მუდმივი საცხოვრებელი სახლიდან.

ომის შედეგად დაახლოებით 40,000 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, დაკარგეს საცხოვრებელი სახლი, პირადი ნივთები,  ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და სხვა უფლებები.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად, ომის დროს განათლების უფლება წაერთვა დაახლოებით 30 000 სკოლის მოსწავლეს და საბავშვო ბაღის აღესაზრდელს. დაზიანდა ან განადგურდა 12 საბავშვო ბაღი და 71 სკოლა.

2020 წლის 27 სექტემბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე დაიღუპა 72 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სასტიკი მოპყრობისა და წამების შედეგად.

დაშავდა 163 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ინვალიდი გახდა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჯანმრთელობა დაუზიანდა.

მონაცემები, არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის მოხსენებების თანახმად”,- წერს სრ ომბუდსმენი არმან თათოიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button