მთავარისაზოგადოება

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო უარყოფს ჭორებს სომხეთში მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის შესახებ

სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი უარყოფს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთში ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი. ამის შესახებ “არმენპრესს” განუცხადეს სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში”.

”ძვირფასო მოქალაქეებო, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ერევანში. სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმური დაცვის ტერიტორიული სამსახური ოფიციალურად უარყოფს ამ ინფორმაციას და მოუწოდებს თვალყური ადევნონ მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალურ შეტყობინებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button