უახლოეს მომავალში არცახში გაიხსნება უპილოტო მფრინავი აპარატების ლაბორატორიები
მოწინავე ტექნოლოგიური საწარმოების კავშირის და არცახის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით ამ დღეებში არცახის ერთ-ერთი სოფლის – ვაღჰუასის საშუალო სკოლაში გაიხსნა ,,არმათის“ საინჟინრო ლაბორატორია. ეს არის ერთ – ერთი იმ 10 ლაბორატორიიდან, რომელთა გახსნაც დაგეგმილია 2021 წელს არცახის სკოლებში.
ყოველ 2 წელიწადში 2500 მომზადეულ ბიჭს მივცემთ ჯარს, ამბობენ “არმათის” სპეციალისტები.
გიფიქრიათ ოდესმე რამდენი დღე სჭირდება უპილოტო მფრინავი აპარატის დაპროექტებას? ექსპერტების თქმით, მაქსიმუმ ერთი თვე. არტიომ დადუნცი “არმათის” ჯგუფის ხელმძღვანელია.
”ერთ თვეში სპეციალისტს შეუძლია სპეციალური პროგრამების საშუალებით ზუსტად დააპროექტოს, გაზომოს აეროდინამიკა. თუ ყველა კომპიუტერულ პროგრამას დავეუფლებით და წარმოვიდგენთ რა გვინდა, მოკლე დროში შესაძლებელი იქნება უპილოტო მფრინავი აპარატების დაპროექტება”.
და რა არის საჭირო უპილოტო მფრინავი აპარატების დასაპროექტებლად? გარკვეული უნარები, ფიზიკის ცოდნა, ასევე საინჟინრო აზროვნება. არტიომ დადუნცი მოსწავლეებს გადასცემს ამ უნარებს.
”ჯერ უნდა ისწავლოთ კარგი ფიზიკა, შემდეგ უნდა გესმოდეთ აეროდინამიკა. საჭიროა ელექტრონიკასთან დაკავშირებული ცოდნა. ჩვენ ამ ცოდნას მივცემთ ,,არმათის“ ლაბორატორიებში, რათა ბავშვებმა გაიგონ ამოცანები”.
უპილოტო მფრინავი აპარატების მართვა შესაძლებელია ოპერატორით ან მის გარეშე. მეორე შემთხვევაში, მოწყობილობა მუშაობს ბრძანებების მიხედვით. მთავარია მათი და კოორდინატების სიზუსტე.
მოწინავე ტექნოლოგიური საწარმოების კავშირის ინიციატივით 65 საგანმანათლებლო ლაბორატორია გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2016 წლის აპრილის ომის შემდეგ. ყოველწლიურად გადამზადდება 1700-2000 ბავშვი, რომლებიც შეიძენენ უნარებს და მზად იქნებიან მოქმედ სამხედრო-სამრეწველო საწარმოებში სამუშაოდ. აპრილში 8 ლაბორატორია დაიწყებს მუშაობას.
“რადიოლურთან” საუბრისას პროგრამა “არმათის” ხელმძღვანელი სედრაკ ვარდანიანი დეტალებს აცნობს:
”2 წელიწადში ერთხელ 2500 მომზადებულ ბიჭს მივცემთ ჯარს. წარმოიდგინეთ, რამდენი სპეციალისტი გვეყოლება, როდესაც ომის დროს სპეციალისტებს გვთხოვდნენ. ათასობით ბავშვი გაივლის ტრენინგს და ჩვენ ხელს შევუწყობთ წარმოებას. ეს ბავშვები დაიწყებენ სტარტაფების შექმნას. ჩვენ მოსწავლეებს მივცემთ უპილოტო მფრინავი აპარატების დაპროექტების გასაღებს, ისინი გააღებენ კარებს და შევლენ”.
2021 წელს გაიხსნება 10 საინჟინრო ლაბორატორია არცახის სკოლებში. სტეპანაკერტის ლაბორატორიის გახსნისთვის საჭირო 6.5 მილიონი დრამი უკვე შეგროვდა. ვაღუჰასის საშუალო სკოლის ლაბორატორიამ უკვე გახსნა კარი.
”ამ ცოდნის მქონე მოსწავლეები იმუშავებენ და მიიღებენ შემოსავალს საკუთარ თემებში”.
უახლოეს მომავალში არცახში გაიხსნება უპილოტო მფრინავი აპარატების ლაბორატორიები. მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა ცოტა ხნის წინ დაარწმუნა, რომ სომხეთი წარმატებას აღნიშნავს უპილოტო მფრინავი აპარატების წარმოების სფეროში. ისინი როგორც მოიერიშე ასევე სადაზვერვო ხასიათისაა. დარგის ხელმძღვანელის თქმით, სომხური უპილოტო მფრინავი აპარატები მათი პარამეტრებით უცხოური ნაწარმი არ არის. ჰაკობ არშაკიანის თქმით, 5 წლის განმავლობაში სომხეთის სამხედრო ინდუსტრიის ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა.
”2021 წელს საბრძოლო მასალების წარმოებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საშუალებას მოგვცემს სრულად დავიკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი სამხედრო მოთხოვნა და ეს წარმოება სომხეთში შემოვიტანოთ. ეს ეხება არტილერიას, სხვადასხვა კალიბრის ჭურვებს, როგორც ყუმბარტყორცნების წარმოების, ისე ხელყუმბარების წარმოების მხრივ. მოიერიშეების ნაწილით სახელმწიფო ტესტირება ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე მიმდინარეობს”.
უპილოტო მფრინავი აპარატები გამოიყენება მშვიდობიან პირობებშიც. ისინი ამჟამად სამედიცინო ვერტმფრენებს ანაცვლებენ, მაგრამ მსოფლიოში ემზადებიან მფრინავი ტრანსპორტით მგზავრობისათვის.