მთავარიპოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. სომხეთის არმიის გაძლიერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს რეგიონის გათურქებას

”ყარსში დასრულდა 1 თებერვალს დაწყებული თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ”ზამთარი 2021”, რომელშიც ჩართული იყო სატანკო და საარტილერიო შენაერთები, სნაიპერული ჯგუფები, სპეცრაზმი და საჰაერო ძალები. ,,რაზმინფოს“ ვებგვერდის ანალიტიკოსმა სონა ხაჩატრიანმა  გაზეთ “სომხეთის რესპუბლიკა” – სთან საუბრისას განაცხადა –  ის ფაქტი, რომ სამხედრო წვრთნები ტარდებოდა სომხეთის, კერძოდ, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მოსაზღვრე ყარსის “აქბაბას” სამხედრო საწვთნელში,იყო მკაფიო გზავნილები სწავლების ძირითადი მიზნების შესახებ.

სამხედრო ექსპერტის არტურ ეღიაზარიანის აზრით, ამ სწავლების თავისებურება ის იყო, რომ მასში აშკარად იყო ნახსენები ახალი სამხედრო ტექნიკის გამოცდები, ასევე ისეთი ქვედანაყოფების ჯგუფების მონაწილეობა, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ მთიან პირობებში მტრის ჭურვსატყორცნი საშუალებების მოძებნა და განადგურება. ”ამ სამხედრო წვრთნების პირობები ბუნებით ძალიან ჰგავდა სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედებას. სინამდვილეში, ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი პანთურქული, გაერთიანებული თურანული არმიის შექმნისკენ, რომელიც ამ დროისთვის მოიცავს აზერბაიჯანულ-თურქულ სამხედრო გაერთიანებებს. ეს წვრთნები გზავნილი იყო ჩვენს შესაშინებლად, მაგრამ მეორეს მხრივ, არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ისინი მართლაც ემზადებიან ომისთვის და ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიან არმიას”, – აღნიშნა ეღიაზარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button