მთავარიპოლიტიკა

შედგა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის სხდომა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით

სომხეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერის მჰერ გრიგორიანის, რუსეთის ფედერაციის ვიცე პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის თანათავმჯდომარეობით 2021 წლის 12 თებერვალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის მთავრობა.

სხდომაზე განიხილეს ერთობლივი მუშაობის პროცესი, რომელიც გამომდინარეობს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მე -9 პუნქტის, ისევე როგორც 2021 წ. 11 იანვრის განცხადების მე -2, მე -3, მე -4 პუნქტების შესრულებიდან. შეთანხმებულია შემდგომი სამუშაო გრაფიკი.

ნახეთ მეტი
Back to top button