არცახში ამჟამად ცხოვრობს 105-110 ათასი არცახელი. არტაკ ბეგლარიანი

არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის შეფასებით, ამჟამად არცახში ცხოვრობს 105-110 ათასი არცახელი, ხოლო დაახლოებით 35-40 ათასი ჯერ კიდევ სომხეთის რესპუბლიკაშია. ამის შესახებ 15 თებერვალს გამართულ დისკუსიის დროს განაცხადა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა არტაკ ბეგლარიანმა.
”ჩვენი ანგარიშით, ამჟამად არცახში ცხოვრობს 105-110 ათასი არცახელი, რაც ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება დაახლოებით 35-40 ათასი არცახელი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დევნილია. მათი ნაწილი, შესაძლოა არაუმეტეს 10,000 -სა უსახლკარონი არ არიან, მაგრამ ინდივიდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაბრუნდნენ უკან”, – აღნიშნა ბეგლარიანმა.
აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად დაახლოებით უსახლკაროდ დარჩენილი და არცახში სახელმწიფო მხარდაჭერით სხვადასხვა თავშესაფრებში მოთავსებულთა რაოდენობა დაახლოებით 10 ათასი ადამიანია.
”არცახის რესპუბლიკაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი სახელმწიფო ცენტრალიზებულ ორგანიზებულ შენობებში – სასტუმროებში, სასტუმრო სახლებში, სახელმწიფო მხარდაჭერით ნაქირავებ სახლებში არიან განთავსებულნი. ისინი ასევე შესახლდნენ სხვადასხვა სოფლების თავისუფალ საბინაო ფონდებში, ამავე დროს, სამუშაოები მიმდინარეობს საბინაო ფონდების გაზრდის მიზნით”,- აღნიშნა არტაკ ბეგლარიანმა.
არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია არცახის მოსახლეობის დაბრუნების წახალისება.