
როგორც „Lragir.am“-ი წერს, ყარსში დასრულდა თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რის შედეგადაც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად უნდა იყოს ნებისმიერი თანამედროვე საფრთხისა და გამოწვევებისთვის, რომლებიც მუდმივად ცვალებადია.
არაბული პრესა წერს, რომ თურქეთი ქმნის ღარიბი სირიელი დაქირავებულებისაგან პროქსიარმიას, რომელსაც იყენებს საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს ჯარები გამოიცადა ჯერ კიდევ არცახში. სად გაგზავნის ერდოღანი თავის ჯარს ამჯერად? თურქეთის მიერ სირიელი დაქირავებულების არცახში გაგზავნას ადასტურებენ, როგორც დასავლეთში, ასევე ირანში და რუსეთშიც. ის ფაქტი, რომ თურქეთს აქვს გარკვეული მიზნები ირანში, რუსეთსა და ევროპაში, საეჭვო არ არის.
არ არის გამორიცხული, რომ ამჯერად აზერბაიჯანელი ჯარისკაცები „საზარბაზანე ხორცად“ გამოიყენონ, ხოლო ყარსში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ამ ოპერაციების მომზადება იყო. თურქმა მინისტრმა თქვა, რომ წვრთნებმა უჩვენა თურქეთისა და აზერბაიჯანის ჯარების საბრძოლო მზადყოფნა “ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ დროს”.
აზერბაიჯანელთა მონაწილეობა ე.წ ისლამური სახელმწიფოს ჯარებში დაარეგისტრირეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. სად ამზადებენ აზერბაიჯანელი დედების შვილებს კვლავ “შეჰიდებად”, ლიბიაში, ბალკანეთში თუ თათრეთში?
თურქული ტელევიზია აჩვენებს რეგიონში მისი გავლენის რუკებს, მათ შორის ყირიმსა და სამხრეთ რუსეთში. ემზადებიან თუ არა თურქული და აზერბაიჯანული ჯარები ერთობლივი ოპერაციებისათვის, მაგალითად, დაღესტანში?
რუსეთი თურქეთთან თანამშრომლობს სირიაში, ლიბიაში და ახლა ყარაბაღში. მრავალი წლის განმავლობაში მოსკოვი შეიარაღებას აწვდიდა აზერბაიჯანის არმიას “ბალანსის უზრუნველსაყოფად”. აზერბაიჯანის არმია, ფაქტობრივად, თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილია: თურქეთი ახორციელებს საშტატო დაგეგმვას, ტექნიკურ და სხვა დაზვერვას, ხოლო აზერბაიჯანელი ჯარისკაცები “იღუპებიან”. ეს მთლიანად ცვლის რეგიონში არსებულ რეალობას, შესაბამისად, უსაფრთხოებისადმი მიდგომებიც უნდა შეიცვალოს.
ნიკოლ ფაშინიანი საუბრობს რეგიონში უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნაზე. უფრო მეტიც, სომხეთზეა დამოკიდებული შეძლებენ თუ არა თურქეთი და აზერბაიჯანი “ფიზიკურად” გაერთიანებას მეღრის დერეფნის გავლით. რუსეთი ხელს უწყობს ამას. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ”სამმხრივი ხელშეკრულებები” ეხება არა ყარაბაღს, არამედ სიუნიქს. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ყარაბაღის სტატუსის განხილვა ახლა არ უნდა მოხდეს, რაც ხელს შეუშლის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობას და სომხეთში არცახის აღიარების შესაძლო პროცესებს.
ერევანში როგორ აფასებენ ახალ რეალობას თურქეთისა და აზერბაიჯანის “ფიზიკური გაერთიანების” შემთხვევაში? სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა, რომ თურქეთს აღარ აქვს მიზეზი, რომ სომხეთთან საზღვარი დახურული დატოვოს. სჭირდება თუ არა სომხეთს თურქეთთან ღია საზღვარი? უდრის თუ არა ეს თურქეთისა და აზერბაიჯანის ”გაერთიანებას” მეღრის დერეფნის გავლით? კითხვა კითხვას ბადებს.