პოლიტიკა

რთული ვითარების მიუხედავად, დამოუკიდებლობა არის ის გზა, რომლითაც მიემართება არცახი: პრეზიდენტი

არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთინიანმა მორიგი შეხვედრა გამართა სამუშაო ჯგუფებთან. ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ომისა და ომის შემდგომი პერიოდის მოვლენებსა და პრობლემებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას არცახის  პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა, დამოუკიდებლობაა ის გზა, რომლითაც აფრცახი მიდის.  ომისშემდგომ პერიოდში არცახის  რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემას დაემატა რუსი სამშვიდობოების ფაქტორი და პარალელურად, მათივე შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ მოქმედებას.

არაიკ ჰარუთიანიანმა აღნიშნა, რომ ომის შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული საკითხების გადასაჭრელად, ჩვენ უნდა გამოვნახოთ  თანამშრომლობის გარკვეული მხარეები ყველა მხარესთან, ხოლო აზერბაიჯანთან გამოვრიცხოთ ნებისმიერი ვერტიკალური ურთიერთობა.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა შეხვედრის მონაწილეების სხვადასხვა შეკითხვებს.

ნახეთ მეტი
Back to top button