
17 თებერვალს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთის ფედერაციას, სადაც შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი.
”საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ თემებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივ განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა ჰუმანიტარულ დახმარებას, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და რეგიონის ბლოკადის მოხსნას”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნა, რომ ასევე შეეხებიან სამუშაოებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში.