მთავარიპოლიტიკა

9 ნოემბრის ერთობლივი განცხადება დერეფნის შექმნის შესახებ რაიმე დებულებას არ შეიცავს: სომხეთის სს სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა ალიევის განცხადებას

სომხეთის  პრემიერ მინისტრის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2020 წლის 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების  9-ე პუნქტი,  რაიმე დერეფნის შექმნის შესახებ დებულებას არ შეიცავს.

ამის შესახებ განაცხადა  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანნა  ნაღდალიანმა, პასუხი გასცა რა „არმენპრესის“ კორესპოდენტის შეკითხვას.

– აზერბაიჯანის  პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „10 ნოემბერს ხელმოწერილ  ერთობლივ განცხადებაში არსებობს დებულება ნახჭევანისაკენ დერეფნის შექმნის შესახებ“, რა კომენტარს გაუკეთებთ ამ საკითხს?

– 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების მე-9 პუნქტში აღნიშნულია: „რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვის“ შესახებ,   ამ გაგებით სომხეთი გამოდის რეგიონში სტაბილურობის დამყარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხში.  აღნიშნული პუნქტი არ შეიცავს რაიმე დერეფნის შექმნის დებულებებს. სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი თითოეული გზა ან საკომუნიკაციო მიმართულება არის და იქნება მხოლოდ სომხეთის   სუვერენიტეტისა და  იურისდიქციის ქვეშ.

ნახეთ მეტი
Back to top button