მთავარიპოლიტიკა

არმან თათოიანმა მოხსენება გაუგზავნა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს

,,Armradio.am” წერს, რომ სრ ადამიანის უფლებათა დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დეტალური ანგარიში გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აჭიანურებს ტყვეთა დაბრუნებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო მოთხოვნებს.

ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ცალკე პროცედურით გადაეგზავნა. ასეთი შესაძლებლობა გააჩნიათ მხოლოდ საერთაშორისო ”A” სტატუსის მქონე ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს.

მოხსენებაში კონკრეტულად აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ბოროტად იყენებს სამართლებრივ პროცედურებს და პოლიტიზირებს პატიმართა დაბრუნების საკითხს. ამ გზით ისინი ფსიქიკურ ტანჯვას აყენებენ ჩვენს საზოგადოებას და, პირველ რიგში, ტყვეთა ოჯახებს, თამაშობენ ემოციებზე და იწვევენ მიზანმიმართულ დაძაბულობას.

საბჭოს სხდომის ვადების გათვალისწინებით ანგარიში ახლახან იქნა წარდგენილი.

ნახეთ მეტი
Back to top button